მანანა დეისაძე

გეოპათოგენური ზონების დისტანციურად დადგენის ექსპერტი

მომსახურება

ბიოპულსარის აპარატით გამოკვლევა.

წინასწარი ჩაწერით ან ადგილზე მისვლით

გეოპათოგენური ზონების დადგენა.

1 ოთახიანი იზოლირებული ბინის შემოწმება ,როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად

1 ითახიანი ბინის-50 ლარიდან

(საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის 50 $,£)

2 ოთახიანი ბინის-80 ლარიდან

(საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის 80 $,£)

3 ოთახიანი ბინის-120 ლარიდან

(საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის 120 $, £)

უპირატესობა

ჩემი მომსახურეობა უპირატესობა გამოირჩევა იმით, რომ ადამიანი მიიღებს როგორც ადგილზე ასევე დისტანციურად ზუსტ და ხარისხიან ტესტირებას, როგორც ველების( დადებითი და უარყოფითი) დადგენის თვალსაზრისით.

3 თვით ადრე იქნება ინფორმირებული ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული ცვლილებებით გამოწვეული მოსალოდნელი დაავადებების შესახებ.

ტესტირებით იქნება დადგენილი, პაციენტისთვის საჭირო და მისაღები პრეპარატების დანიშვნა და მკურნალობა.

კონტაქტი

  • მეილი: deisadzemanana@gmail.com
  • ტელეფონი: 599 54 93 67
როგორ განვსაზღვროთ დადებითი და უარყოფითი ველები ანუ გეოპათოგენური ზონები
იცოდით რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დისტანციურად, მხოლოდ ნახაზების საშუალებით არის შესაძლებელი დადებითი და უარყოფითი ველების ზონის აღმოჩენა? ქალბატონი მანანა ხითარიძე-დეისაძე სწორედ ამაზე მუშაობს და სიშორის მიუხედავად ბიოლოკაციური ჩარჩოს მეშვეობით ადგენს გეოპათოგენურ ზონებს. რის შემდეგაც მისთვის ნათელი ხდება თუ რა უქმნის საფრთხეს “პაციენტის” ჯანმრთელობას.
ფორიაქი ძილში, დილით გაღვიძებნისთანავე დაღლილობის შეგრძნება, თავის ხშირი ტკივილი, დროთა განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები…
მერე კი ექიმიდან ექიმთან სიარული, თითქოს დამდგარი შედეგი და … რამდენიმე ხანში ისევ იგივე სიმპტომები…
საბოლოოდ ვერ აღმოჩენილი მიზეზი თუ რატომ გრძნობთ თავს ცუდად.
არადა ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად არის ვიდრე წარმოგვიდგენია. თუმცა, ამ სიმარტივესთან მისვლაა საჭირო, რაშიც ქალბატონი მანანა ხითარიძე-დეისაძე გვეხმარება.
როგორც ქალბატონ მანანასგან ირკვევა – თუ თქვენი საწოლი ან სამუშაო მაგიდა მდებარეობს გეოპათოგენურ ზონაში ეს უარყოფითად აისახება თქვენზე.
ეს არის “ბიოლოკაციური ჩარჩო” – რომლის მეშვეობითაც შეიძლება დადებითი და უარყოფითი ველების განსაზღვრა, როგორც საცხოვრებელ ადგილებში, ოფისებში და ა.შ
ასევე შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გეოპათოგენური ზონების განსაზღვრა დისტანციურად, გამოგზავნილი პროექტის ან ნახაზის მეშვეობით. გეოპათოგენური ზონა არის სოცოცხლისათვის საშიში ზონა, რომელშიც ხანგრძლივად ყოფნა იწვევს მძიმე დაავადებების ჩამოყალიბებას: უძილობა, თავის ტკივილები, ქრონიკული დაღლილობა, იმუნოდეფიციტი,ონკო დაავადებები და სხვა ქრონიკული დაავადებები.
მანანა ხითარიძე-დეისაძე :
“20 წლის წინ მეც თქვენსავით ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებოდი. მას შემდეგ რაც შევისწავლე დადებითი და უარყოფითი ველების ანუ გეოპათოგენური ზონების დადგენა ბიოლოკაციური ჩარჩოს მეშვეობით გავარკვიე , რომ ჩემი საწოლის ნაწილი იმყოფებოდა გეოპათოგენურ ზონაში და სწორედ ეს იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა , რომ მრავალი წლებია ვეხმარები ადამიანებს იმის დადგენაში, თუ როგორ ველში იმყოფება მათი საწოლი , თუ საწერი მაგიდა სადაც საათობით უწევთ კომპიუტერთან მუშაობა. ასევე დისტანციურად შემიძლია დავადგინო მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან გამოგზავნილი ბინის პროექტით ან ჩვეულებრივი ნახაზით , ბინაში არსებული გეოპათოგენური ზონები და მივცე რჩევა თუ სად იმყოფება დადებითი ველი, სადაც შეეძლებათ მშვიდად ძილი ან მუშაობა.”
ქალბატონი მანანა ასევე ბიოპულსარზეც მუშაობს. ეს გახლავთ შვეიცარული კომპანია ვივასანის მიერ შემოტანილი გერმანული წარმოების აპარატი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბიოენერგეტიკული ანალიზის შესახებ სრულ ინფორმაციას გვაძლევს აურის მიხედვით. აპარატურის მეშვეობით შესაძლებელია სამი თვით ადრე შევიტყოთ მოსალოდნელი გართულებების შესახებ.

წყარო:jolo.ge